ალექსანდრე დარახველიძე - დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია და 62 პროცენტს აღემატება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, გასული წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია და ის 62 პროცენტს აღემატება.
ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროს მიერ დამუშავებული სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების ვადებისა და შინაარსობრივი ფორმის ცვლილების შესახებ დეტალურად ისაუბრა.
ბრიფინგზე ასევე აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის მზადყოფნას აცხადებს, თავის კომპეტენციას მიკუთვნებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელზეც იქნება საყოველთაო-საჯარო ინტერესი, არსებული რესურსების გათვალისწინებით, დაამუშაოს და აცნობოს საზოგადოებას.