ალექსანდრე ჭიკაიძე სახელმწიფო უწყებაში აღარ მუშაობს. მიმდინარე წლის 24 იანვარს მან ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. დოკუმენტში მითითებულია, რომ ჭიკაიძე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილეა.
სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, 2017 წლის დეკემბერში საბჭო გაუქმდა და შეიქმნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
პირველი არხი ახალ უწყებას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ჭიკაიძე არ მუშაობს.
ალექსანდრე ჭიკაიძე 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 იანვრამდე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. შემდეგ კი მუშაობა კრიზისების მართვის საბჭოში გააგრძელა, სადაც 2015 წელს ხელფასის სახით 40 131 ლარი, 2016 წელს 71 700 ლარი, 2017 წელს კი 62 095 ლარი მიიღო.