გერმანელმა ჩოგბურთელმა ალექსანდრ ზვერევმა შანხაის „მასტერსის“ მეოთხედფინალში ბრიტანელი კაილ ედმუნდი დაამარცხა (6:4, 6:4) და ნახევარფინალში გავიდა.
ამით მსოფლიოს მეხუთე ჩოგანმა ლონდონში, წლის შემაჯამებელ ჩემპიონატში თამაში გაინაღდა. უფრო ადრე, სეზონის დასკვნით ტურნირში თამაშის უფლება მოიპოვეს ესპანელმა რაფაელ ნადალმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა და არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ.
შეგახსენებთ, რომ წლის შემაჯამებელ ტურნირზე სეზონის შედეგების მიხედვით რვა საუკეთესო ჩოგბურთელი გამოდის. ტურნირი წელს 11-18 ნოემბერს გაიმართება.
მიმდინარე სეზონში ზვერევმა ATP-ის სამი ტურნირი მოიგო – ვაშინგტონში, მადრიდსა და მიუნხენში.