ალექსანდრ ვუჩიჩი - იმედი მაქვს, უკრაინასთან მიმართებით დავიწყებთ მსჯელობას მშვიდობასა და ცეცხლის შეწყვეტაზე, რადგან აქამდე ეს სიტყვები არ იყო პოპულარული, მჯერა, ისინი შემოვა ჩვენს ლექსიკონში
მჯერა, არის იმედი, რომ უკრაინასთან მიმართებით დავიწყებთ მსჯელობას მშვიდობაზე, სიმართლესა და ცეცხლის შეწყვეტაზე, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა ბუდაპეშტში განაცხადა, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტი იმართება.
ვუჩიჩის თქმით, იმედოვნებს, რომ ახლა გამოიყენებენ შესაძლებლობას, ამ თემების შესახებ იმსჯელონ.
„მჯერა, არის იმედი, რომ უკრაინასთან მიმართებით დავიწყებთ მსჯელობას მშვიდობაზე, სიმართლესა და ცეცხლის შეწყვეტაზე, რადგან აქამდე ეს სიტყვები არ იყო პოპულარული. ახლა მჯერა, რომ ეს სიტყვები უკვე შემოვა ჩვენს ლექსიკონში. იმედი მაქვს, ახლა გამოვიყენებთ შესაძლებლობას, რომ ამ თემებზე ვიმსჯელოთ. ვფიქრობ, ყველას ესმის ეს ვითარება, როდესაც ყოველდღე ვკარგავთ იმას, რასაც აქამდე მივაღწიეთ“, – განაცხადა ვუჩიჩმა.