ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში მიმდინარე ომის განხილვა არ მოისურვა და აღნიშნა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზანი იქნება მიღწეული
ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში მიმდინარე ომის განხილვა არ მოისურვა და აღნიშნა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზანი იქნება მიღწეული

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ მასთან სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში მიმდინარე ომის განხილვა არ მოისურვა.

როგორც ვუჩიჩმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში აღნიშნა, მან პუტინს ოქტომბრის დასაწყისში „ბრიქსის“ სამიტის მიწვევაზე უარის სათქმელად დაურეკა.

სერბეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ საუბრის დროს რუს კოლეგას ჰკითხა უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე და ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა პუტინი არ იყო ამ თემით დაინტერესებული.

„როგორც მან (პუტინმა) თქვა, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზანი იქნება მიღწეული“, – ამბობს ვუჩიჩი.