ალექსანდრ სირსკი - ფრონტის ხაზზე კვლავ რთული ვითარებაა, ამჟამად რუსების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შეტევას ვაკავებთ
ალექსანდრ სირსკი - ფრონტის ხაზზე კვლავ რთული ვითარებაა, ამჟამად რუსების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შეტევას ვაკავებთ

უკრაინის შეიარაღებული ძალები ერთ-ერთ უძლიერეს შეტევას აკავებენ, საჭიროა რესურსების მუდმივი განახლება, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

სირსკის თქმით, ეს შეტევა ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია.

„ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება კვლავ რთულია. აქტიური საბრძოლო მოქმედებები უკრაინის რესურსების მუდმივ განახლებას მოითხოვს. ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შეტევას აკავებენ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან“, – განაცხადა სირსკიმ ჩეხეთის შეიარაღებული ძალების დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, ჩეხეთი უკრაინის ერთგული მოკავშირე და არაერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინიციატივის წამომწყებია.