ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ უკრაინულმა ძალებმა კურსკის მიმართულებით კიდევ ხუთი კვადრატული კილომეტრი დაიკავეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქში გარკვეულ მიმართულებებზე ორი კილომეტრით წინ წაიწიეს და ხუთი კვადრატული კილომეტრი დაიკავეს.
ამის შესახებ სირსკიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით გამართულ სამხედრო სარდლობის სხდომას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში აცნობა.
„კურსკის მიმართულებით გრძელდება შეტევითი ოპერაცია. დღე-ღამეში ჩვენმა ძალებმა ცალკეულ მიმართულებებზე ორ კილომეტრამდე წინ წაიწიეს, კონტროლი დაამყარეს ხუთი კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე“, – განაცხადა სირსკიმ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია კურსკის ოლქში 6 აგვისტოს შემდეგ გრძელდება.