ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ ფრონტზე ვითარება განსაკუთრებით რთული სამი მიმართულებებით არის
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ ფრონტზე ვითარება განსაკუთრებით რთული არის სამი – ბახმუტის, ნოვოპავლოვსკისა და ავდეევკის მიმართულებით.
„მტერი ჰაერში უპირატესობით, რაკეტებითა და საარტილერიო საბრძოლო მასალის გამოყენებით ცდილობს, მიაღწიოს მიზანს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვართან. მტერი აგრძელებს შეტევით ოპერაციებს“, – ამბობს სირსკი.
შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, ჩასივ იარი უკრაინის შემადგენლობაში რჩება და მტრის ყველა მცდელობა, შეაღწიოს დასახლებულ ზონაში, წარუმატებელია.