ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის წაყენებული ე.წ. სახალხო ულტიმატუმის ვადა დღეს იწურება
ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის წაყენებული ე.წ. სახალხო ულტიმატუმის ვადა დღეს იწურება. ულტიმატუმის პირობები დაახლოებთ ორი კვირის წინ ლიეტუვაში მყოფმა ოპოზიციის ლიდირმა სვეტლანა ციხანოვსკაიამ გამოაცხადა.
ოპოზიცია ლუკაშენკოს 25 ოქტომბრამდე თანამდებობის დატოვებისკენ, ძალადობის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპროტესტო გამოსვლების დაწყებას, მასობრივ გაფიცვასა და გზების ბლოკირებას აანონსებს.
ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე, ალექსანდრ ლუკაშენკოსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
შეგახსენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მასობრივი საპორტესტო გამოსვლები დაიწყო. მოქალაქეების ნაწილი ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდა, რაც არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი გამოცხადდა.