ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, შეუერთდეს ბელარუს-რუსეთის კავშირს და განათავსოს ბირთვული იარაღი მის ქვეყანაში
ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, შეუერთდეს ბელარუს-რუსეთის კავშირს და განათავსოს ბირთვული იარაღი მის ქვეყანაში

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, შეუერთდეს ბელარუს-რუსეთის კავშირს და განათავსოს ბირთვული იარაღი თავის ქვეყანაში.

როგორც ლუკაშენკომ რუსული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, „სტრატეგიულად გასაგები“ უნდა იყოს, რომ მინსკსა და მოსკოვს გაერთიანების უნიკალური შანსი აქვთ.

„არავინაა წინააღმდეგი ყაზახეთს ან სხვა ქვეყანას ჰქონდეს ისეთივე მჭიდრო ურთიერთობა, როგორიც ჩვენ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან. ვინმე თუ ნერვიულობს, მაშინ მარტივია – შეუერთდით ბელარუსისა და რუსეთის კავშირს, სულ ესაა. ბირთვული იარაღი ყველასთვის შეიძლება იყოს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ამასთან, ლუკაშენკოს თქმით, ეს მისი პირადი მოსაზრებაა და არა – რუსეთის პოზიცია.

გასულ კვირას რუსეთმა ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების გეგმის შესახებ განაცხადა. ეს 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც კრემლი ბირთვულ იარაღს რუსეთის საზღვრებს მიღმა განათავსებს.