ალექსანდრ ლუკაშენკომ ვლადიმერ პუტინს საპროტესტო აქციების დროს გაწეული ეკონომიკური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა
ალექსანდრ ლუკაშენკომ ვლადიმერ პუტინს საპროტესტო აქციების დროს გაწეული ეკონომიკური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა

ალექსანდრ ლუკაშენკომ ვლადიმერ პუტინს ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციების დროს გაწეული ეკონომიკური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ბელარუსის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა სოჭში გაიმართა.

ლუკაშენკომ პუტინს უთხრა, რომ ფული არ გაფლანგულა და საჭიროების მიხედვით დაიხარჯა.

გასული წლის სექტემბერში რუსეთმა ბელარუსს სესხის სახით 1.5 მილიარდი დოლარი მისცა. ლიდერების შეხვედრამდე რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუკაშენკო პუტინს კიდევ სამ მილიარდ დოლარს სთხოვდა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ბელარუსში უარყვეს.

ბელარუსში მასშტაბური აქციები გასული წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, როდესაც ოპოზიციამ ალექსანდრ ლუკაშენკო არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.