ალექსანდრ ლუკაშენკომ ვლადიმერ პუტინს ჩრდილოეთ კორეასთან ერთად „სამეულის თანამშრომლობა“ შესთავაზა
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს ჩრდილოეთ კორეასთან ერთად „სამეულის თანამშრომლობა“ შესთავაზა.
„სასიამოვნო იყო შენი და კიმ ჩენ ინის ნახვა აღმოსავლეთ კოსმოდრომზე. ჩვენ შეგვიძლია, ვიფიქროთ თანამშრომლობაზე ჩვენ სამს შორის – ჩრდილოეთ კორეა, რუსეთი“, – აღნიშნა ლუკაშენკომ პუტინთან შეხვედრისას.
თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა ლუკაშენკოს ჩრდილოეტ კორეის ლიდერთან მოლაპარაკებების შესახებ დეტალურად აცნობა.
ბელარუსისა და რუსეთის ლიდერებს შორის შეხვედრა სოჭში გაიმართა. მათი განხილვის მთავარი საკითხები უკრაინაში მიმდინარე ომი, ეკონომიკური თანამშრომლობა და წინა დღით კიმ ჩენ ინთან გამართული მოლაპარაკებები იყო.