ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრებთან ახალ ოპერატიულ სამხედრო სამეთაურო პუნქტს ქმნის
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრებთან ახალ ოპერატიულ სამხედრო სამეთაურო პუნქტს ქმნის. ამის შესახებ ინფორმაცია ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტაზე“ დაყრდნობით, „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ლუკაშენკოს თქმით, ლიეტუვისა და პოლონეთის გარდა, გაიხსნა ახალი -სამხრეთის მიმართულება. მან ასევე გასცა განკარგულება, რომ სამეთაურო პუნქტის შექმნამდე უკრაინის საზღვართან ახალი სამხედრო შენაერთები გაიგზავნოს, რათა მათ „გამოცდილება შეიძინონ“.
თავის მხრივ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში განაცხადეს, რომ ბელარუსმა ოპერატიულ-ტაქტიკური ფრთოსანი რაკეტები „ისკანდერები“ გადაისროლა ბრესტის ოლქის, ლუნინეცის რაიონში.
„არ არის გამორიცხული, რომ ეს ტექნიკა ჩაერთოს უკრაინის დასავლეთ ნაწილში სამხედრო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმებში“, – განაცხადეს უკრაინის გენშტაბში.
მანამდე, ბელარუსში პოლონეთისა და უკრაინის საზღვრის სიახლოვეს სამხედრო წვრთნები დაიწყო.