ალექსანდრ ლუკაშენკომ დასავლეთის წინააღმდეგ საპასუხო სანქციები დააწესა
ალექსანდრ ლუკაშენკომ დასავლეთის წინააღმდეგ საპასუხო სანქციები დააწესა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ დასავლეთის წინააღმდეგ საპასუხო სანქციები დააწესა. სანქციები დაუწესდა იმ სახელმწიფოების ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები აქვთ დაწესებული.

როგორც ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ წერს, სპეციალური ზომების ამოქმედების შესახებ დოკუმენტი მიღებულია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ეროვნული ინტერესების დასაცავად. სანქციები გარკვეული კატეგორიის პროდუქციის იმპორტს, მომსახურების გაწევას კრძალავს. პროდუქციისა და მომსახურების კონკრეტულ შემოსავალს დაადგენს მინისტრთა საბჭო.

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გასული წლის ბოლოს დააწესა. შავ სიაში 84 ფიზიკური და შვიდი იურიდიული პირია, რომლებიც არჩევნების გაყალბებასა და რეპრესიებზე არიან პასუხისმგებელნი.