ალექსანდრ ლუკაშენკომ არასანქცირებული მიტინგების პირდაპირ ეთერში გაშუქება აკრძალა
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ არასანქცირებული მიტინგების პირდაპირ ეთერში გაშუქება აკრძალა, – ამის შესახებ ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელატა“ იუწყება.
ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ ხელმოწერილი კანონის მიხედვით, მასობრივი ღონისძიებების გამართვა დაშავებული იქნება მხოლოდ ადგილობრივი მთავრობის თანხმობით.
ამასთან არასანქცირებული მიტინგებისა თუ შეკრებების პირადაპირ ეთერში ჩვენება აკრძალული იქნება. როგორც კანონშია განმარტებული, ეს აკრძალვა გამორიცხავს უკანონო შეკრებების პოპულარიზაციას და პროპაგანდას. ამავე კანონით, ჟურნალისტებს ეკრძალებათ მასობრივი ღონისძიებების ორგანიზება ან მიტინგებში მონაწილეობა.
ბელარუსის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონი ასევე აფართოებს იმ ინფორმაციის ჩამონათვალს, რომლის გავრცელებაც აკრძალული იქნება.
ამას გარდა, ლუკაშენკომ დაამტკიცა ცვლილებები ელექტრონული კავშირების შესახებ კანონში, რაც შესაძლებლობას მისცემს ბელარუსის მთავრობას, დაბლოკოს სატელეკომუნიკაციო ქსელების მუშაობა, თუ არსებობს სიტუაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.