ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ 13 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის მასობრივ არეულობაში მონაწილე პირებიც არაინ. ინფორმაციას ბელარუსის მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ლუკაშენკომ ასევე შეიწყალა პირები, რომლებიც ინტერნეტდანაშაულში არიან ბრალდებული.
ალექსანდრ ლუკაშენკომ განკარგულებას სახალხო ერთობის დღესთან დაკავშირებით მოაწერა ხელი.