ალექსანდრ ლუკაშენკო - ვხედავთ საქართველოს პოლიტიკაში გარკვეულ ცვლილებებს, მობეზრდათ დასავლური დაპირებები და სურთ ჩვენს ბაზარზე დაბრუნება
ვხედავთ საქართველოს პოლიტიკაში გარკვეულ ცვლილებებს, მობეზრდათ დასავლური დაპირებები და სურთ ჩვენს ბაზარზე დაბრუნება, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.
„საქართველოს მაგალითით რომ ვიმსჯელოთ, თქვენ ხედავთ მათ პოლიტიკაში გარკვეულ ცვლილებებს: მობეზრდათ დასავლეთის დაპირებები და სურთ ისევ ჩვენს ბაზარზე დაბრუნდნენ, რადგან არავინ შეგიშვებთ მათ ბაზრებზე ღვინით, რძითა და ხორცით. ბაზრები დიდი ხანია, გაყოფილია და მათთვის მძიმე ბრძოლა მიდის“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
მისივე თქმით, „მეორე მიზეზი, რის გამოც ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, არის ბელარუსის განვითარებული ბაზარი“.
„საზღვარგარეთ თუ რაიმეს გვთავაზობენ, ეს ნიშნავს, რომ რაიმე რესურსების სანაცვლოდ გვთავაზობენ თანამშრომლობას, ეს შეიძლება, იყოს მათი პოლიტიკური შეხედულებების მხარდაჭერისთვის. ამ რთულ დროს განსაკუთრებულად საჭიროა ერთად ყოფნა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.