ალექსანდრ ლუკაშენკო - თუ ბელარუსი ეკონომიკურ პრობლემებს ვერ გაუმკლავდება, ქვეყანაში შესაძლოა, ომი დაიწყოს
ალექსანდრ ლუკაშენკო - თუ ბელარუსი ეკონომიკურ პრობლემებს ვერ გაუმკლავდება, ქვეყანაში შესაძლოა, ომი დაიწყოს

ალექსანდრე ლუკაშენკო შიშობს, რომ ბელარუსში უკრაინის მსაგავსად ომი იქნება. ამის შესახებ განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა მოგილევსკის ოლქში ვიზიტისას გააკეთა. მისივე თქმით, თუ ბელარუსი ვერ შეძლებს ეკონომიკური პროგრამის განხორციელებას, მაშინ ქვეყანაში შესაძლოა, დაიწყოს შიდა კონფლიქტი ან „ომი ისე, როგორც უკრაინაში“.

„ჩვენ ფრონტის ხაზზე ვართ, ვერ გავუძლებთ ამ წლებს? – მაშინ ჩავფლავდებით. მაშინ უნდა შევიდეთ რომელიმე სახელმწიფოს შემადგენლობაში, ან უბრალოდ ფეხს შეგვაწმენდენ. ან ღმერთმა არ ქნას დაიწყებენ ომს ისე, როგორც უკრაინაში“ – განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენოკომ ვიდეომიმართვაში მოუწოდა სასოფლო სამეურნეო საწარმოების ხელმძღვანელებს, შეასრულონ დასახული ამოცანები.

„გინდათ მწყობრად იარეთ, გინდათ პისტოლეტები აიღეთ და ისე დაამყარეთ წესრიგი. ეს თქვენი პრობლემებია“, – განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.

მანამდე, ლუკაშენკომ ბელარუს ხალხს მოუწოდა მოეშვან წუწუნს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისივე თქმით, ბელარუსი შესაძლო,ა რამდენიმე ნაწილად გახლიჩონ.