ალექსანდრ ლუკაშენკო სოჭში ჩავიდა, სადაც მას და ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებები აქვთ დაგეგმილი
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო სოჭში ჩავიდა, სადაც ცოტა ხანში მას და ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებები აქვთ დაგეგმილი.
როგორც კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პეკსოვმა განაცხადა, შეხვედრა მოსკოვის დროით 14:00 საათზე (თბილისის დროით 15:00) უნდა დაიწყოს და გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.
ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის ეს 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ.
მანამდე კრემლმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, შეხვედრაზე განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშიროების ურთიერთობების განვითარების საკვაძო საკითხები. განსაკუთრებული ყურდაღება დაეთმობა ერთობლივი პროექტების განხორციელებას სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში, ასევე ინტეგრაციულ პროცესებს.