ალექსანდრ ლუკაშენკო სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა
ალექსანდრ ლუკაშენკო სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ლუკაშენკო სანქტ-პეტერბურგში ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაც.

ამასთან, 26 დეკემბერს ალექსანდრ ლუკაშენკო დსთ-ს ქვეყნების ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.