ალექსანდრ ლუკაშენკო - ქართველი სააკაშვილი უბრალოდ იბრძოდა ბელარუსისთვის, არ ვიცი, მოგწონთ თუ არა ეს
არ ვიცი, მოგწონთ თუ არა ეს, მაგრამ ქართველი სააკაშვილი უბრალოდ იბრძოდა ბელარუსისთვის – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში, ჟურნალისტებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა.
„მან ევროპასა და აშშ-ში, თავისი ხასიათის ძალით, ყველა დაარწმუნა: თქვენ არ იცით ბელარუსი, თქვენ არ იცით ბელარუსის პრეზიდენტი. რატომ ახდენთ ზეწოლას მათზე და ასე შემდეგ. აი ასეთი ურთიერთობები გვაქვს ჩვენ დიპლომატიურ და პოლიტიკურ საკითხებზე“ – აღნიშნა ალექსანდრ ლუკაშენკომ.