ალექსანდრ ლუკაშენკო - მთავრობა პირბადეების პრობლემას თუ არ გადაჭრის, მათ ნაცვლად სხვები იმუშავებენ
ალექსანდრ ლუკაშენკო - მთავრობა პირბადეების პრობლემას თუ არ გადაჭრის, მათ ნაცვლად სხვები იმუშავებენ

ბელარუსის პრეზიდენტმა მთავრობას დამცავი საშუალებებით მომარაგებაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გადაყენებით დაემუქრა.

„მე გავაფრთხილე პრემიერ-მინისტრი და მთავრობა, რომ კვირის ბოლოს ხალხი მომახსენებს, რისი დანაკლისია აფთიაქებში, მაღაზიებდს ან საავადმყოფოებში. განსაკუთრებით ეს ეხება ექიმების დამცავ საშუალებებს. თუ მთავრობა არ იმუშავებს, მაშინ მათ ნაცვლად სხვები იმუშავებენ. ნუთუ, ჩვენ არ შეგვიძლია, რომ მოსახლეობისთვის ეს საცოდავი ნიღაბი შევკეროთ? იმის თქმა, რომ დღეს დეფიციტია, დაუშვებელია“, –  განაცხადა ლუკაშენკომ.