მსურს, რომ ქვეყანაში სიმშვიდე და სიწყნარე იყოს. ალბათ, თქვენ თავადაც ეს გინდათ, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ის საკუთარი ხალხისა და უპირველესად, საკუთარი თავის მტერი არ არის.
მისი განცხადებით, მხოლოდ არჩევნებით შეიძლება გადაწყდეს საკითხი, თუკი ვინმეს ქვეყნის ამჟამინდელი მეთაური არ მოსწონს. ეს განცხადება ბელარუსის ლიდერმა, ჰოლდინგ „ჰორიზონტში“ ვიზიტის დროს გააკეთა.
ლუკაშენკომ ასევე განმარტა, რატომ გამოცხადა 2021 წელი ეროვნული ერთიანობის წლად.
„მე უბრალოდ მსურს დავადასტურო, ეს იმისთვის არ გამიკეთებია, რათა ვინმესთვის რამე დამენახებინა. თუმცა, ალბათ, ამაშიც არის აზრი. მსურს, ადამიანებმა გაიგონ, რომ მე არ ვარ ჩემი ხალხის და უპირველესად საკუთარი თავის მტერი. თუ თქვენ არ მოგწონთ ამჟამინდელი პრეზიდენტი, მაშინ მხოლოდ არჩევნებით შეიძლება გადაწყდეს ეს საკითხი, მხოლოდ არჩევნებით“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე ყველას მოუწოდა, არ დაარღვიონ კანონი და საკუთარი საქმე აკეთონ. მათ შორის, განავითარონ წარმოება და პირველ რიგში იფიქრონ არა საკუთარ თავზე, არამედ საკუთარ შვილებზეც, თუ სად იმუშავებენ ისინი შემდეგ.