ალექსანდრ ლუკაშენკო - მინსკის ქუჩებში არეულობა აღარ უნდა იყოს, ხალხი დაიღალა
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოს აცხადებს, რომ მინსკში არეულობა აღარ უნდა იყოს. ამის შესახებ განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა.
ლუკაშენკოს განკარგულებით, სხვადასხვა უწყებებს დაევალათ ქვეყენაში მართლწესრიგის დაცვა, საწარმოების და მედიასაშუალებების მუშაობის უზრუნველყოფა და ბელარუსში შექმნილი მდგომარეობის შესახებ უცხოელი ლიდერების ინფორმირება.
„მინსკის ქუჩებში არეულობა აღარ უნდა იყოს. ხალხი დაიღალა. მათ სიმშვიდე და სიჩუმე სურთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაევალება აქციების ორგანიზატორების მოძიება.
ამავე დროს ლუკაშენკომ სახელმწიფო დაცვის კომიტეტს საზღვრების დაცვის გაძლიერების განკარგულება გასცა.
„ეს აუცილებელია, რათა ბელარუსში სხვა ქვეყნებიდან მებრძოლები, იარაღი, ამუნიცია და არეულობის დასაფინანსებლად საჭირო ფული არ მოხვდეს, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ფული მოდის“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
მისივე ბრძანებით, ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო ნატო-ს ჯარების გადაადგილების საპასუხოდ ბელარუსის შეიარაღებული ძალების გამოყვანა დაავალა.
„თავდაცვის სამინისტრომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს ნატო-ს ძალების გადაადგილებას ლიეტუვასა და პოლონეთში. არ უნდა შეგრცხევთ ჩვენი შეიარაღებული ძალებისა და ტექნიკის გამოყვანა ნატო-ს ძალების გადაადგილების მიმართულებით“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.