ალექსანდრ ლუკაშენკო - მე ხომ წმინდანი არ ვარ, ჩემი სიმკაცრე რომ არა, ქვეყანა არ იქნებოდა
ალექსანდრ ლუკაშენკო - მე ხომ წმინდანი არ ვარ, ჩემი სიმკაცრე რომ არა, ქვეყანა არ იქნებოდა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ მას კონსტიტუციის ორი ვარიანტი შესთავაზეს, რომლებზეც ური თქვა და ახლა მესამე ვარიანტზე მუშაობა მიმდინარეობს. ლუკაშენკოს განცხადებას ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ის მზად არის, პრეზიდენტის უფლებამოსილების გადანაწლებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.

„საჭიროა ახალი კონსტიტუცია. ორი ვარიანტი შემომთავაზეს. ორივეზე უარი ვთქვი, რადგან მოქმედისგან მცირედით განსხვავდებიან. მიმდინარეობს მესამე ვარიანტზე მუშაობა. მოდით, დასხედით და ვიმუშაოთ კონსტიტუციაზე. გავიტანოთ რეფერენდუმზე, მივიღოთ ახალი კონსტიტუცია და უფლებამოსილებებს კონსტიტუციის შესაბამისად გადმოგცემთ, თუმცა არა ზეწოლით და ქუჩით“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, მისი სიმკაცრე რომ არა, ქვეყანა არ იქნებოდა.

„მე ხომ წმინდანი არ ვარ. იცით ჩემი სიმკაცრე. იცით, რომ სიმკაცრე რომ არა, ქვეყანა არ იქნებოდა. თქვენ ზუსტად იცით, რომ მე თქვენს შვილებს არ ვაწყენინებ და ქვეყანას არავის მივცემ. ეს მთავარია. მარადიული არ ვარ. თუ პირველ პრეზიდენტს დაღუპავთ, თქვენ, როგორც მეზობელ ქვეყნებში, ყველა დანარჩენს დაღუპავთ. ბელარუსებმა ეს არ უნდა ქნან“, – განაცხადა ლუკაშნეკომ.