ალექსანდრ ლუკაშენკო - მე და ვლადიმერ პუტინს ხვალვე შეგვიძლია გაერთიანება, მაგრამ მთავარი კითხვაა, რამდენად არიან მზად ამისთვის ბელარუსები და რუსები
ალექსანდრ ლუკაშენკო - მე და ვლადიმერ პუტინს ხვალვე შეგვიძლია გაერთიანება, მაგრამ მთავარი კითხვაა, რამდენად არიან მზად ამისთვის ბელარუსები და რუსები

მე და ვლადიმერ პუტინს ხვალვე შეგვიძლია გაერთიანება, მაგრამ მთავარი კითხვაა, რამდენად არიან მზად ამისთვის ბელარუსები და რუსები, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, რუს კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსმა და რუსეთმა სამოკავშირეო ურთიერთობები უნდა გააანალიზონ. ლუკაშენკოს განცხადებით, შეხვედრაზე ითქვა, რომ არც თავად და არც ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში მუდმივად არ იქნებიან და მნიშვნელოვანია, თუ რას უტოვებენ ლიდერები მომავალ თაობას.

თავის მხრივ რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ თანამედროვე ეპოქაში აბსოლუტურად დამოუკიდებელი ქვეყნები, მათ შორის რუსეთი, არ არსებობენ, რადგან მსოფლიო ურთიერთდამოკიდებულია.

„ნახეთ, რა ხდება მაგალითად დასავლეთ ევროპაში. ევროპარლამენტი წევრი ქვეყნებისთვის შესასრულებლად აუცილებელ იმაზე მეტ გადაწყვეტილებას იღებს, ვიდრე ამას საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭო, სხვა რესპუბლიკებთან მიმართებაში აკეთებდა. შეხედეთ, სამხედრო ალიანსს, ნატო-ს. ფიქრობთ, რომ რომელიმე ევროპულ ქვეყანას საკუთარ ტერიტორიაზე საშუალო მანძილზე მოქმედი ამერიკული რაკეტების განთავსება სურს? ეს არავის არ უნდა. ისინი ჩუმად სხედან. სადაა მათი სუვერენიტეტი?“, – აღნიშნა პუტინმა.