ალექსანდრ ლუკაშენკო - კორონავირუსის პანდემია ღვთის სასჯელია ჩვენი ცხოვრების არასათანადო წესის გამო
ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ახალი კორონავირუსის პანდემია „ღვთის სასჯელია, რომელიც მან კაცობრიობას მოუვლინა, რადგან ადამიანები არასათანადო ცხოვრების წესს მისდევდნენ და ეკოლოგიას არ უფრთხილდებოდნენ.“
„მე ერთხელ ვთქვი, რომ ღმერთმა დაინახა, რა დაუდევრად ვექცევით ეკოლოგიას. დაინახა, რომ ჩვენი ცხოვრების წესი საერთოდ არ შეესაბამება იმ კრიტერიუმებს, რაც უნდა იყოს დაცული. ამის გამო თავში ჩაგვარტყა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ეს განცხადება ლუკაშენკომ ე.წ. შაბათობაზე გააკეთა, რომელიც ბელარუსში „კოვიდ-19“-ის გავრცელების მიუხედავად მაინც გაიმართა.
ბელარუსში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 9 590 ადამიანი, გარდაიცავალა 67 პაციენტი.