ალექსანდრ ლუკაშენკო - ხელისუფლება ვალდებულია იმოქმედოს, როდესაც წითელ ხაზს კვეთენ
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დემონსტრანტებს წითელი ხაზის გადაკვეთაში სდებს ბრალს. ამის შესახებ მან ბელარუსის საყოველთაო სახალხო კრებისთვის მოსამზადებელ თათბირზე განაცხადა.
ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, მოხდა მომიტინგეების რადიკალიზაცია და ხელისუფლება უკვე აწყდება ტერორისტულ საფრთხეებს.
„თქვენ ალბათ გახსოვთ, ჩემი განცხადება, როდესაც მე ვთქვი, რომ ჩვენ ფრთხილად უნდა ვიმუშაოთ იმის მიუხედავად, რომ არის მწვავე პერიოდი, რომ ეს მომიტინგეები დაიარებიან ქუჩებში. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ აღვნიშნეთ ფაქტი, რომ (დემონსტრანტების) დარჩენილი მასა რადიკალიზებული გახდა. ჩვენ მკაფიოდ ვხედავთ ორგანიზატორებს და მათ, ვინც ამ იდეებს ახორციელებს. მე მაშინ ვთქვი, რომ უნდა ვიმუშაოთ ფრთხილად, რადგან მათ ჯერ წითელი ხაზი არ გადაუკვეთავთ. ბოლო რამდენიმე დღე მეტყველებს იმაზე, რომ ათ ბევრი მიმართულებით ეს წითელი ხაზი გადაკვეთეს. როგორ უნდა შევაფასოთ ის, რომ უვე გავიდნენ რკინიგზაზე და დაიწყეს ავტომატიკის ბლოკირება, კეტავენ ლიანდაგებს. ამან შეიძლება სერიოზული სარკინიგზო ავარიები, კატასტროფები, უამრავი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვიოს. ეს არი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების ქმედებები ტერორიზმის ნიშით. ჩვენ ვაწყდებით ტერორისტულ საფრთხეებს“,- განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლება მაშინ არის ღირებული, თუ მას შეუძლია საკუთარი თავისა და საკუთარი ხალხის დაცვა.
„ამიტომ, როდესაც წითელ ხაზს კვეთენ, ხელისუფლება ვალდებულია იმოქმედოს“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.