ალექსანდრ ლუკაშენკო - ჩვენ გვჭირდება გარანტია, რომ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, რუსეთი დაიცავს ბელარუსს, როგორც საკუთარ ტერიტორიას
ალექსანდრ ლუკაშენკო - ჩვენ გვჭირდება გარანტია, რომ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, რუსეთი დაიცავს ბელარუსს, როგორც საკუთარ ტერიტორიას

ჩვენ გვჭირდება გარანტია, რომ, ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, რუსეთი დაიცავს ბელარუსს, როგორც საკუთარ ტერიტორიას, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში რუსეთის თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოუგუსთან შეხვედრაზე განაცხადა.

ბელარუსის სახელმწიფო მედიის ცნობით, ლუკაშენკომ და შოიგუმ განიხილეს ის შეთანხმებები, რომლებზეც ბელარუსის პრეზიდენტმა და რუსეთის ლიდერმა გასულ კვირას მოსკოვში ისაუბრეს.

ლუკაშენკოს განცხადებით, „დასავლეთის ქვეყნები არ ასრულებენ ბუდაპეშტის მემორანდუმით ნაკისრ უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებიც ბირთვული იარაღის გატანის სანაცვლოდ იყო მიცემული“. ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ეს ეხება ეკონომიკურ უსაფრთხოებასაც, კერძოდ, მან ახსენა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.

როგორც ალექსანდრ ლუკაშენკომ აღნიშნა, ასეთ პირობებში მას სურს, უსაფრთხოების სრული გარანტიები მიიღოს რუსეთისგან.

შეგახსენებთ, მანამდე ალექსანდრ ლუკაშენკო მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.