ალექსანდრ ლუკაშენკო - ჩვენ ჩავატარეთ არჩევნები, ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ იქნება
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშნეკოს თქმით, განმეორებითი არჩევნები არ ჩატარდება. ეს განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა ქარხნის გაფიცულ მუშებთან შეხვედრისას გააკეთა.
ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს.
„ჩვენ ჩავატარეთ არჩევნები, ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ იქნება“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო აჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. კომისიის ცნობით, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,08 პროცენტმა დაუჭირა მხარი, მის მთავარ მეტოქეს სვეტლანა ციხანოვსკაიას კი, 10.09 პროცენტმა მისცა ხმა. სწორედ აღნიშნული შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო ბელარუსში მთავრობის საწინააღმდეგო აქციები.