ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსში კორონავირუსით არავინ დაღუპულა და არც არავინ დაიღუპება
ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ქვეყანაში ხალხი არა „კოვიდ-19“-ით, არამედ ქრონიკული დაავადებებით იღუპება, რომლებიც ვირუსის ფონზე მწვავდება.
„ხალხს ეშინია, ამიტომ მინდა, მათ ვუთხრა: ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსით არავინ დაღუპულა. არავინ! ისინი დაიღუპნენ ქრონიკული დაავადებებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ლუკაშენკოს თქმით, დაავდების სამკურნალო პრეპარატები უკვე აღმოჩენილია და ექიმები ყველა პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოლებენ.
„არც კი ინერვიულოთ. ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსით არავინ დაიღუპება. მე ამას საჯაროდ ვამბობს. ეს ჩემი მტკიცე რწმენაა, რომელიც დაფუძნებულია ანალიზზე“, – განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტმა.
13 აპრილის მონაცემებით, ბელორუსში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი 2919-მდე გაიზარდა. 203 გამოჯანმრთელდა, 29 დაიღუპა. ბელორუსში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ზომები ამ დრომდე არ გამკაცრებულა.