ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსება არის არა დაშინება ან შანტაჟი, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვისა და ხალხისთვის მშვიდობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა
ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსება არის არა დაშინება ან შანტაჟი, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვისა და ხალხისთვის მშვიდობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა

ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსება არა დაშინება ან შანტაჟია, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვისა და ბელარუსი ხალხისთვის მშვიდობის უზრუნველყოფის შესაძლებლობაა, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსი ხალხისა და ეროვნული კრებისადმი მიმართვისას განაცხადა.

„ჩვენი ქვეყნის გარშემო შექმნილ გარემოებებში და სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში ჩემ მიერ დაჟინებით გააქტიურდა რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები ბელარუსში ბირთვული იარაღის დაბრუნებაზე. სწორედ იმ ბირთვული იარაღის დაბუნებაზე, რომელიც გატანილ იქნა. შედეგი ცნობილია. მე არ ვცდილობ ვინმეს დაშინებას, დაშანტაჟებას. მე მინდა, დავიცვა ბელარუსის სახელმწიფო და უზრუნველვყო ბელარუსი ხალხისთვის მშვიდობა. თავისი ისტორიით, მთელი თავისი არსებობით, ჩემმა ხალხმა ეს დაიმსახურა. მათრახის ქვეშ ცხოვრება აღარ გვინდა და მონები არ ვიქნებით“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკო ასევე გამოეხმაურა დასავლეთის მხრიდან ბელარუსისადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამაკაცრების შესაძლებლობას.

„ისინი ამბობენ, რომ თუ ბელარუსში ბირთვულ შეიარაღებას განათავსებთ, ჩვენ თქვენ წინააღმდეგ სანქციებს დავაწესებთ? გაგიჟდით? დაგავიწყდათ,რომ ისინი უკვე დააწესეთ გუშინ? რისი უნდა გვეშინოდეს დღეს? დღეს ჩვენ უბრალოდ უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. სწოედ ამიტომ ჩემი მიმართვა დღეს ამაზე ავაგე. ჩვენ დავიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას და უზრუნველვყობთ ამას ყველა შესაძლოა საშუალებებით მათ შორის ბირთვული არსენალით“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ამასთან, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ის და პუტინი ბელარუსში სტრატეგიულ შეიარაღებასაც განათავსებენ. „ისინი ამას უნდა აცნობიერებდნენ, ნაძირლები იქ, საზღვარგარეთ, რომლებიც ცდილობენ დღეს აგვაფეთქონ შიგნიდან და გარედან. ჩვენ არაფრის წინაშე არ გავჩერდებით ჩვენი ქვეყნების, ჩვენი სახელმწიფოების და ჩვენი ხალხების დაცვისას“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება.