ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელარუსმა რევოლუციების ზღვარი გასულ საუკუნეში ამოწურა
ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელარუსმა რევოლუციების ზღვარი გასულ საუკუნეში ამოწურა

ბელარუსმა რევოლუციების ზღვარი გასულ საუკუნეში ამოწურა, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, ქვეყნის მოსახლეობისა და ეროვნული კრებისადმი მიმართვისას განაცხადა.

ბელარუსის ლიდერის თქმით, ქვეყანაში ქონების არავითარი განაწილება არ მოხდება, რადგან ეს კარგად არ დასრულდა იმ ქვეყნებში, რომლებმაც ამ გზით სიარული მოინდომეს.

„ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში, არ მაქვს კითხვაზე პასუხი, თუ რატომ უჩენს თვალებში კოჟრებს სახელმწიფო საწარმოები ზოგიერთებს. თუ ჩვენმა ეკონომიკის ექსპერტებმა, რომლებსაც არსად უმუშავიათ, გარდა ინტერნეტფორუმისა და ტელეგრამის არხებისა, იციან იმის რეცეპტი, როგორ მოხდეს ცალკეული სახელმწიფო საწარმოების რეფორმა სოციალური აფეთქებების გარეშე, ვპირდები – არა მხოლოდ მოვუსმენ, არამედ მივცემ შანსს, ეს პრაქტიკაში აჩვენონ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, გასული საუკუნის 90-იან წლებში სახელმწიფო ქონების პრივატიზაციამ აქტივები გაურკვეველი პირების ხელში ჩააგდო, რომლებსაც არავითარი ვალდებულებები არ ჰქონდათ.