ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის გადატანა დაწყებულია
ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის გადატანა დაწყებულია

ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის გადატანა დაწყებულია, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.

„რუსეთის პრეზიდენტმა მომაწოდა ინფორმაცია, რომ დღეს მან უკვე მოაწერა ხელი განკარგულებას ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ. საუბარი იყო კონკრეტულ დოკუმენტზე. მიღებული იქნა გადაწყვეტილება იმის აღსრულებისთვის, რაც ზეპირად იყო ნათქვამი. მოგვიწია შესანახი ადგილების მომზადება და ა.შ. ჩვენ ეს გავაკეთეთ, ასე რომ, ბირთვული იარაღის გადაადგილება უკვე დაწყებულია“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

კითხვაზე, არის თუ არა არასტრატეგიული ბირთვული იარაღი ბელორუსში, ლუკაშენკომ უპასუხა: – „შესაძლოა, ჩავალ და ვნახავ“.

მანამდე რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებმა მინსკში ხელი მოაწერეს დოკუმენტებს, რომლებიც ბელარუსის ტერიტორიაზე, სპეციალურ საწყობში რუსული ბირთვული იარაღის შენახვის პროცედურას განსაზღვრავს.