ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელარუსი ხალხისთვის ყველანაირი ომი, კონფლიქტი და დაპირისპირება მიუღებელია
ბელარუსი ხალხისთვის ყველანაირი ომი და დაპირისპირება მიუღებელია, – როგორც ბელარუსული სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ წერს, ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ პაკისტანის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას. ჩვენთვის ყველანაირი ომი მიუღებელია, ეს ჩვენ გენეტიკურ დონეზე გვაქვს. გასული ასწლეულის შუა პერიოდში ჩვენ რთული ათწლეული გამოვიარეთ, ის ჩვენ მოსახლეობის მესამედი დაგვიჯდა. ამიტომ, ბელარუსი ხალხისთვის ყველანაირი ომი, კონფლიქტი და დაპირისპირება მიუღებელია“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო პლატფორმებზე საკითხების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება ბელარუსული მხარის ინტერესების გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია.