ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუს ახალგაზრდებს მიმართავს - ცხოვრება ვიდეორგოლი არ არის, უკან ვერ დაბრუნდები
ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუს ახალგაზრდებს მიმართავს - ცხოვრება ვიდეორგოლი არ არის, უკან ვერ დაბრუნდები

ცხოვრება ვიდეორგოლი არ არის, უკან ვერ დაბრუნდები, – ასე მიმართა ახალგაზრდებს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში.

„შეიძლება მათ არ იცოდნენ ველური 90-იანების ყველა უბედურება, თუმცა შესაძლოა, ამის შესახებ ჩვენ მოვუყვეთ და მათმა მშობლებმაც. სამწუხაროა, რომ ჩვენს შვილებს ქუჩებში ექაჩებიან. მათ გულუბრყვილოდ სჯერათ, რომ ნათელი მომავლისთვის შეიძლება და აუცილებელიც არის, რომ გაანადგურონ ახლანდელი დრო. შეიძლება დაყო ხალხი სწორ და არასწორ ადამიანებად, მიაყენონ ზარალი ეკონომიკას სხვების ინტერესებისთვის და გაემიჯნონ ყველაფერ კარგს, რაც დამოუკიდებლობის წლებში გაკეთდა, მაგრამ თქვენ ხომ გესმით, ცხოვრება ინტერნეტის ვიდეორგოლი არ არის, უკან ვერ დაბრუნდები“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოდან მიმდინარეობს, მოსახლეობა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.