ალექსანდრ ლუკაშენკო - აშშ-ში ჩატარებული არჩევნები სამარცხვინოა, ეს დემოკრატიის დაცინვაა
ალექსანდრ ლუკაშენკო - აშშ-ში ჩატარებული არჩევნები სამარცხვინოა, ეს დემოკრატიის დაცინვაა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ქვეყნის დემოკრატიის დაცინვაა.

ინფორმაციას სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

„დემოკრატიის საყრდენი… შეხედეთ, რა ხდება ამ არჩევნებზე. ეს ხომ სირცხვილი და დემოკრატიის დაცინვაა?“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ალექსანდრ ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ყურადღებით დააკვირდება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო ორგანიზაციების გამოხმაურებებს. მისივე თქმით, ის ასევე დააკვირდება, მოითხოვენ თუ არა ეს ორგანიზაციები არჩევნების თავიდან ჩატარებას, როგორც ეს ბელარუსის შემთხვევაში მოხდა.

„იქ განმეორებითი არჩევნები დღესვე უნდა მოითხოვონ, რადგან ყველა, მათ შორის შიდა კანონმდებლობაც, დაარღვიეს. ძალიან საინტერესოა, როგორი რეაქცია ექნებათ გერმანელებს, ფრანგებს და სხვა სუპერდემოკრატებს“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.