ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში უკვე განთავსდა
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში უკვე განთავსდა.
ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ბელარუსული გამოცემა „ზერკალა“ იუწყება.
„დიდი ხანია, მე უკვე მაქვს ნათქვამი, რომ მიწოდება დასრულებულია. ჯერ კიდევ სექტემბერში თუ ოქტომბერში. ოქტომბრის ბოლოს იყო ბოლო განთავსება. ყველაფერი თავის ადგილზეა და კარგ მდგომარეობაშია“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 16 ივნისს განაცხადა, რომ ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის პირველი პარტია ჩაიტანეს. პუტინმა მაშინ თქვა, რომ ეს სამუშაო ზაფხულის ბოლომდე დასრულდებოდა. 27 ივნისს ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ რუსული ბირთვული იარაღის დიდი ნაწილი უკვე ჩატანილია ბელარუსში.
7 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ბირთვული იარაღის ბელარუსში განთავსების პროცესი დადგენილი გრაფიკით ხორციელდება.