ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ პატიმრების გათავისუფლებასთან ჯო ბაიდენს კავშირი არ ჰქონია
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ცდილობს, სხვისი მიღწევები მიისაკუთროს, რადგან არაფერი ჰქონდა საერთო ტყვეთა გაცვლის პროცესთან.
მისი თქმით, პროცესში თხოვნის შემდეგ ჩაერთო.
„დავეხმარეთ, როგორც შეგვეძლო, ხალხი გავათავისუფლეთ, რომლებსაც დასავლეთში სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. მართალია, ვიღაცებმა ეს მიიწერეს, მაგალითად, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, რომელსაც ამასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. ამ მოლაპარაკებებს სპეცსამსახურები აწარმოებდნენ, დიპლომატებიც კი არ იყვნენ ჩართულები, მაგრამ შევთანხმდით, რომ ჩუმად გავაკეთებდით. დაიწყეს მთელ მსოფლიოში ყვირილი. ასეთი რაღაცები ჩუმად კეთდება, აქ ხომ საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება“, – განაცხადა ლუკაშენკომ.