ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ მინსკის აეროპორტში რომან პროტასევიჩისა და მისი მეგობრის დასაკავებლად ქვეყანას სუვერენული უფლება ჰქონდა
ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ მინსკის აეროპორტში რომან პროტასევიჩისა და მისი მეგობრის დასაკავებლად ქვეყანას სუვერენული უფლება ჰქონდა

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, მინსკის აეროპორტში ჟურნალისტ რომან პროტასევიჩისა და მისი მეგობრის დასაკავებლად ქვეყანას სუვერენული უფლება გააჩნდა. პრეზიდენტის განმარტებით, ორივე პირს ბელარუსში ბინადრობის მოწმობა ჰქონდა.

სამართალდამცველებმა დააკავეს „ერთი ექსტრემისტი მის თანამონაწილესთან ერთად“. ის ფაქტი, რომ ჩვენ აეროპორტში დავაკავეთ, ბელარუსის მოქალაქე და ასევე მისი პარტნიორი, ჩვენი ბინადრობის უფლებით, ეს ჩვენი სუვერენული უფლებაა“, – განაცხადა ლუკაშენკომ. მისი თქმით „ყველამ პასუხი უნდა აგოს საკუთარ დანაშაულზე“.

რომან პროტასევიჩი, მეგობართან ერთად მინსკის აეროპორტში 23 მაისს დააკავეს. ჟურნალისტი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი მინსკში გადაამისამართეს, სადაც პოლიციამ პროტასევიჩი დააკავა.