ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსულ „Su-24“-ებს უკვე შეუძლიათ ბირთვული იარაღის გადატანა
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსულ სამხედრო თვითმფრინავებს, „Su-24“-ებს უკვე შეუძლიათ ბირთვული იარაღის გადატანა.
ლუკაშენკოს თქმით, „სამიზნეები განსაზღვრულია იმ შემთხვევებისთვის, თუ დასავლეთი ბელარუსის წინააღმდეგ პროვოკაციას ეცდება“.
„მე და პუტინმა ერთხელ პეტერბურგში ვთქვით, რომ ბელარუსული თვითმფრინავების ხელახლა აღჭურვას განვახორციელებდით, რათა მათი საშუალებით ბირთვული იარაღის გადატანა მომხდარიყო. ყველაფერი მზად არის“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკო დასავლეთს აფრთხილებს, რომ ბელარუსი მზად არის, ნებისმიერ პროვოკაციას უპასუხოს. მისი თქმით, ბელარუსთან ურთიერთობა არ უნდა გამწვავდეს, რადგან ეს ნიშნავს ურთიერთობის გამწვავებას საკავშირო სახელმწიფოსთან, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღი.