ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსის დასავლეთ საზღვართან სამხედრო დანაყოფები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია
ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსის დასავლეთ საზღვართან სამხედრო დანაყოფები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ დასავლეთ საზღვართან სამხედრო დანაყოფები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არის მოყვანილი. ამის შესახებ მან უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, მან უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია, რათა განეხილა ვითარება არა მხოლოდ ბელარუსის შიგნით, არამედ მის საზღვრებს გარეთ, განსაკუთრებით კი საზღვრებზე.

ლუკაშენკოს თქმით, დასავლური ქვეყნების ლიდერები ბელარუსის შესახებ განცხადებებს აკეთებენ.

„ეს განცხადებები ადასტურებს, რომ პრეზიდენტი მართალი იყო. ჩვენ ამაზე რეაგირება მოვახდინეთ და  დასავლეთ საზღვარზე ჩვენი არმიის დანაყოფები განვათავსეთ, ისინი სრულ მზადყოფნაში მოვიყვანეთ”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტმა ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე მოვლენებს კოორდინირებული ქმედებები უწოდა.

„ანუ დღეს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთაც, გვექმნება პრობლემები. ჩვენ ღიად დავინახეთ, რომ ეს არის აბსოლუტურად კოორდინირებული ქმედებები, თუმცა ეს ჯერ კიდევ პიკი არ არის. მოვლენები შესაბამისად განვითარდება, თუმცა გვესმის, რა მიმართულებით”, – განაცხადა ლუკაშენკომ.