ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსი რუსეთის ერთადერთი მოკავშირეა
ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსი რუსეთის ერთადერთი მოკავშირეა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსი რუსეთის ერთადერთი მოკავშირეა. მისი თქმით, მოსკოვს არ სურს, ბელარუსის დაკარგვა არც პოლიტიკურად და არც ეკონომიკურად, რადგან ამ შემთხვევაში რუსეთის შიდა პოლიტიკას უძლიერესი დარტყმა ელოდება. ეს განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა მომხრეებთან შეხვედრაზე გააკეთა. მისი სიტყვით გამოსვლა სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცემოდა.

ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსი რუსული გაზის ყველაზე მსხვილი მყიდველია გერმანიის შემდეგ და ასევე, ბალარუსში ხდება დიდი რაოდენობით რუსული ნავთობის გადამუშავება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბელარუსის ლიდერმა მოსკოვს ბალარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე ზეგავლენაში დასდო ბრალი. კრემლში ამ ბრალდებას უარყოფენ.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს არის დანიშნული. ივნისის დასაწყისში სამართალდამცავებმა დააკავეს პრეზიდენტობის ერთ-ერთი მსურველი, „გაზპრომბანკის“ ბელარუსის ფილიალის ხელმძღვანელი ვიქტორ ბაბარიკო. დააკავეს ასევე რამდენიმე ბლოგერი და ოპოზიციონერი აქტივისტი.