ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება რუსებთან ერთად ომში, თუ მისი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია განხორციელდება
ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება რუსებთან ერთად ომში, თუ მისი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია განხორციელდება

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება რუსებთან ერთად ომში, თუ მისი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია განხორციელდება. ამის შესახებ ლუკაშენკომ ბელარუსის საინფორმაციო სააგენტო „ბელტასთან“ საუბრისას თქვა.

„მზად ვარ, ვიომო რუსებთან ერთად ბელარუსის ტერიტორიიდან ჯერ მხოლოდ ერთ შემთხვევაში – თუ იქიდან ერთი ჯარისკაცი მაინც მოვა ბელარუსის ტერიტორიაზე ჩემი ხალხის მოსაკლავად. თუ ისინი განახორციელებენ აგრესიას ბელარუსის წინააღმდეგ, პასუხი იქნება უმკაცრესი. და ომი მიიღებს სულ სხვა ხასიათს“,- განაცხადა ლუკაშენკომ.

მან ასევე თქვა, რომ უკრაინაში ომის დაწყებისკენ რუსეთს დასავლეთმა უბიძგა. ლუკაშენკომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსს ომი არ სურს და უკრაინის ტერიტორიაზე ბელარუსი სამხედროების შეყვანა არ იგეგმება.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს არასდროს უთხოვია ბელარუსისთვის, უკრაინის წინააღმდეგ ომი წამოეწყო.