ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ არჩევნები ბელარუსში მხოლოდ ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ გაიმართება
ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, არჩევნები ბელარუსში მხოლოდ ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული ინტერნეტ პორტალი TUT.BY ავრცელებს.
„უნდა მივიღოთ ახალი კონსტიტუცია, რომელიც ჩვენ გვინდა. ჩვენ ის უნდა მივიღოთ რეფერენდუმზე, რადგან წინა კონსტიტუციაც რეფერენდუმზე მივიღეთ. ახალი კონსტიტუციით, თუ თქვენ გსურთ ჩავატაროთ არჩევნები – საპარლამენტო, საპრეზიდენტო და მთავრობის ახალი ორგანოების,“ – განაცხადა ლუკაშენკომ.
შეგახსენებთ, მანამდე ლუკაშენკო აცხადებდა, რომ ახალი საპრეზიდენტო არჩევნები არ გაიმართება.