ალექსანდრე ლიტვინენკო - უკრაინაში რუსული არმიის დამარცხების შემთხვევაში ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანება გასცეს
უკრაინაში რუსული არმიის დამარცხების შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანება გასცეს, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსანდრე ლიტვინენკომ „თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ლიტვინენკოს თქმით, ასეთმა დამარცხებამ შესაძლოა გამოიწვიოს რუსული ფრონტების დაშლა, დეზერტირობის ფაქტები და პროტესტი მოსკოვში.
ალექსანდრე ლიტვინენკოს განცხადებით, ამ შემთხვევაშიც, დიდი ალბათობით, რუსეთი გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, რომელსაც ნაკლები ძალა აქვს. მისი განმარტებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინი გამოიყენებს სტრატეგიულ ბირთვულ იარაღს, რაც თითქმის უეჭველად გამოიწვევს მესამე მსოფლიო ომს.
ლიტვინენკო ასევე ამტკიცებს, რომ რუსეთის დამარცხება უკრაინის ბრძოლის ველზე ავტომატურად არ გამოიწვევს მოსკოვის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას, ვინაიდან პუტინმა, შესაძლოა, სცადოს თავისი ხალხის დარწმუნება, რომ ასეთი დამარცხება რეალურად არის „გამარჯვება“.