ალექსანდრ დე კრო - ბოლო თვეებში ბელგიამ გააძევა ათობით ე.წ. რუსი დიპლომატი, რომლებიც აშკარად ჯაშუშები იყვნენ
ალექსანდრ დე კრო - ბოლო თვეებში ბელგიამ გააძევა ათობით ე.წ. რუსი დიპლომატი, რომლებიც აშკარად ჯაშუშები იყვნენ

ბელგიამ ბოლო თვეებში ქვეყნიდან გააძევა ათობით ე.წ. რუსი დიპლომატი, რომლებიც აშკარად ჯაშუშები იყვნენ, – ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კრომ განაცხადა.

ფრანგულენოვანი არხის, RTL-ის კითხვაზე, უნდა ეშინოდეს თუ არა ბელგიას რუსეთის მიერ დემოკრატიის დესტაბილიზაციის მცდელობების, დე კრომ უპასუხა, რომ ეს მცდელობები უკვე ხდება.

დე კროს განცხადებით, რუსეთი ბელგიას სხვა გზებითაც ესხმის თავს.

„თუ რუსეთის წინააღმდეგ პოზიციას ვიკავებთ, ვიცით, რომ ძალიან ხშირად ჩვენი ვებგვერდები ხდება კიბერშეტევების სამიზნე მომდევნო საათებში“, – აღნიშნა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.

გასულ წელს კვლევამ აჩვენა, რომ ევროპაში რუსეთს არსად არ აქვს იმდენი სატელიტური საკომუნიკაციო მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება რუსეთში ინფორმაციის გადასაცემად, რამდენიც ბელგიაში, თავისი საელჩოს შენობებზე.