ალექსანდრ ბორტნიკოვი - თურქი კოლეგების დახმარებით რუსეთში საახალწლოდ დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს
ალექსანდრ ბორტნიკოვი - თურქი კოლეგების დახმარებით რუსეთში საახალწლოდ დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს

თურქეთის სპეცსამსახურების მიერ რუსეთისთვის მიწოდებული ინფორმაციის შედეგად, რუსეთში საახალწლოდ დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს, –  ამის შესახებ განცხადება
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა მოსკოვის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, შარშან აშშ-მა დროულად მიაწოდა რუსეთს ინფორმაცია სანქტ-პეტერბურგში საახალწლო დღეებში დაგეგმილი ტერაქტის შესახებ, ამავე დროს კიდევ ერთი თავდასხმის თავიდან აცილება თურქი კოლეგების დახმარებით მოხერხდა“, – გაბაცხაა ბორტნიკოვმა.

მისივე თქით, შედეგად ასობით ადამიანის სიცოცხლე იხსნეს. ბორტნიკოვი აცხადებს, რომ შარშან რუსეთში სულ 25 ტერაქტი აღკვეთეს. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები ეფექტურად ითანამშრომლებენ რუსეთთან, რომ ზაფხულში დაგეგმილ საფეხბურთო ჩემპიონატზე უსაფრთხოება დაცული იყოს.