ალექსანდერ შალენბერგი - ძალიან ვაფასებთ საქართველოს ამბიციას, ევროკავშირში ყველა ქვეყანას აქვს გაწევრიანების საშუალება, მიმართული ვართ გაფართოებისკენ
ევროკავშირში ყველა ქვეყანას აქვს გაწევრიანების საშუალება, მიმართული ვართ გაფართოებისკენ, ამ პროცესს აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ ბალკანეთისკენ ვაგრძელებთ, – ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ შალენბერგმა განაცხადა.
როგორც ალექსანდერ შალენბერგმა აღნიშნა, დასაფასებელია საქართველოს ამბიცია და ევროატლანტიკური მისწრაფებები.
„ძალიან ვაფასებთ საქართველოს ამბიციას, ეს ევროატლანტიკური მისწრაფებები სრულად მხარდაჭერილია. ევროკავშირის კუთხით ვისაუბრებ და ვიტყვი, რომ ყველა ქვეყანას გაწევრიანების საშუალება აქვს. მიმართული ვართ გაფართოებისკენ, ამ პროცესს აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ ბალკანეთისკენ ვაგრძელებთ. თქვენი ამბიციები ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილია და თქვენს ტერიტორიაზე რუსული ყოფნის მიუხედავად, ჩვენი ვიზიტით ვაკეთებთ გზავნილს, რომ ამ რეგიონს სხვა მოთამაშეებისთვის მარტო არ დავტოვებთ“, – განაცხადა ალექსანდერ შალენბერგმა.