ალექსანდერ ვუჩიჩი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან სასიამოვნო საუბარი ჰქონდა და ურთიერთობების გაუმჯობესებას ელოდება
ალექსანდერ ვუჩიჩი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან სასიამოვნო საუბარი ჰქონდა და ურთიერთობების გაუმჯობესებას ელოდება

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ კვირას, გვიან საღამოს აშშ-ის ახალარჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ყველა სფეროში გაუმჯობესებას ელოდება. ვუჩიჩმა ამის შესახებ „ინსტაგრამში“ გაავრცელა ინფორმაცია.

სერბეთის ლიდერის თქმით, საუბარი „ძალიან გულთბილი“ იყო და ტრამპმა „ბევრი რამ იცოდა სერბეთის შესახებ“. ის იმედოვნებს, რომ სერბეთისა და აშშ-ის ურთიერთობები „კიდევ უფრო გაუმჯობესდება ყველა სფეროში“.

ვუჩიჩის თქმით, ის ელოდება, რომ დონალდ ტრამპი სერბეთს ეწვევა, რადგან სერბეთი იყო ის ქვეყანა, სადაც „ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევას ყველაზე დიდი მხარდაჭერა ჰქონდა“.

„პრეზიდენტმა ტრამპმა მადლიერება გამოხატა სერბეთის მოქალაქეებისა და სერბი ხალხის მხრიდან მიღებული ძალიან დიდ მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნავს სერბეთის პრეზიდენტი.